სერგო ჩიხლაძე - ზუსტად  ორი კვირა რჩება 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, 26 ოქტომბერს ჩვენ არა მხოლოდ უბრალო ბიულეტენი, არამედ, ხელში ჩვენი ქვეყნის მომავალი გვეჭირება

ავირჩიოთ უკეთესი მომავალი, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ავირჩიოთ ევროპული ხელფასები, ევროპული პენსიები, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული განათლება, აი ეს ორი არჩევანი გვიდგას წინ,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალური მობილიზაციაა საჭირო, რათა მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” სიღატაკეს და იზოლაციას უარი უთხრას.

„ზუსტად ორი კვირა რჩება 26 ოქტომბრის არჩევნებამდე. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, 26 ოქტომბერს ჩვენ გვეჭირება არა მხოლოდ უბრალო ბიულეტენი, არამედ ხელში ჩვენი ქვეყნის მომავალი გვეჭირება. ეს არჩევნები მომავალი ათწლეულების განმავლობაში გადაწყვეტს საით წავა ჩვენი ქვეყანა, სად წავალთ თითოეული ჩვენგანი. 26 ოქტომბერს მაქსიმალური მობილიზაცია, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე და „ქართულ ოცნებას”, იმ სიღატაკეს, ბოროტებას, ღვარძლს, ქართველების ქვეყნიდან გაქცევას ვუთხრათ უარი.

ავირჩიოთ უკეთესი მომავალი, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ავირჩიოთ ევროპული ხელფასები, ევროპული პენსიები, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული განათლება, აი ეს ორი არჩევანი გვიდგას წინ. ამიტომ, ვინც კიდევ ჭოჭმანობს, წავა თუ არა არჩევნებზე, ყველა ასეთ ადამიანს ხელი მოვკიდოთ, დავარწმუნოთ და მივიყვანოთ არჩევნებზე. 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი, ჩვენი მშობლების, ჩვენი შვილების ბედი წყდება - ვიცხოვრებთ ევროპულ, ნათელი მომავლის მქონე ქვეყანაში, კეთილდღეობაში თუ ვიცხოვრებთ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების” კორუფციაში, ჭაობში და იზოლაციაში. ეს არჩევანი ზუსტად ორ კვირაში უნდა გავაკეთოთ. მაქსიმალური მობილიზაცია და მაქსიმალურად მისვლა საარჩევნო უბნებთან. ასევე მინდა, დღეს, მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს, თანამებრძოლებს, პატრიოტ ადამიანებს, ვაკის პარკში, 21:00 საათზე, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრა იქნება ჩვენს ამომრჩევლებთან”, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას