ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე საჯარო სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე საჯარო სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის 211-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში დაიწყეს.

ალექსანდრე წულაძის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პარალელურად, სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს სკოლის შინაარსობრივი განვითარება და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა წარმოადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ბოლომდე, საბოლოოდ, 100 საჯარო სკოლის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.

მინისტრთან ერთად ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ - გელა გელაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა - დავით კირკიტაძემ, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ბექა ოდიშარიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა - დავით კაჭარავამ და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა - ირაკლი კუპრავამ.

თბილისის 211-ე საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაციის პროექტი სსიპ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. რაც შეეხება რეკრეაციული სივრცის, ეზოსა და გარე სპორტული მოედნის კეთილმოწყობას, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სკოლის შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი და ადგილზე ფუნქციონირებს: სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სპორტული დარბაზი და მოედანი. სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას