დავით კირკიტაძე - გამარჯვება ხელის ერთ გაწვდენაზეა, „ოცნებას“ რესურსი არ ეყოფა - არჩევნების დღეს რას იზამენ, ყველა ოჯახში ჩაჯდებიან და ყველა გამოსასვლელში სუს-ის მანქანებს ჩააყენებენ? - ყველგან ბეჭებზე დავცემთ და დავამარცხებთ

გამარჯვება არის ხელის ერთი გაწვდენაზე, „ოცნებას“ რესურსი არ ეყოფა, არჩევნების დღეს რას იზამენ, ყველა ოჯახში ჩაჯდებიან და ყველა გამოსასვლელში სუს-ის მანქანებს ჩააყენებენ? ყველგან ბეჭებზე დავცემთ და დავამარცხებთ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, გამარჯვებამდე მხოლოდ დღეებია დარჩენილი.

„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია, რომ გამარჯვებაში ტარდება, რადგან ჩვენ ვართ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს. დღეებია დარჩენილი ჩვენს გამარჯვებამდე, დღეებია დარჩენილი ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე ამ წარმოუდგენლად ცუდი ხალხისგან. აი, პრორუსული მთავრობა კი არა გვყავს, პირდაპირ რუსული მთავრობა გვყავს, პირდაპირ მოღალატეობრივი. ასეთი ცუდი მთავრობა საქართველოს არ ჰყოლია არასდროს: აგერ, ხალხია, ვისაც მჟავანაძე ახსოვს (ვასილ მჟავანაძე, საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1952-1972 წწ) და იქიდან მოყოლებული, ასეთი ცუდი მთავრობა, არაფრის მაქნისი, ხალხის თავისუფალ ნებაზე რომ ძალადობს, ქვეყანას არ ჰყოლია და ამიტომ ამათ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ.

არჩევნების დღეს რას გასწვდებიან? ყველა ოჯახში ჩაჯდებიან და ყველა გამოსასვლელში სუს-ის მანქანას დააყენებენ? გამარჯვებაში დააყენებენ? ბეჭებზე დავცემთ რუსთავში და ისე მოვუგებთ, გადმოვატრიალებთ და ბეჭებზე დავცემთ, მუღანლოში იქნება ეს თუ სართიჭალაში, მარტყოფში თუ ნორიოში და განაპირა სოფლებში. არ ეყოფათ მათ რესურსი იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან, რანი არიან და რამდენი არიან. ჩვენი გამარჯვება არის ხელის გაწვდენაზე და თქვენ ეს უნდა გჯეროდეთ", - განაცხადა სოფელ გამარჯვებაში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას