იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ შეცდა იმიტომ, რომ ეშმაკს და „გლობალური ომის პარტიას“ არ უნდა დანებდე და ბოლომდე უნდა ებრძოლო, - არარსებულთან შერიგებას, არარსებულთან ჩხუბი ჯობია

„ქართული ოცნება“ შეცდა იმიტომ, რომ ეშმაკს და „გლობალური ომის პარტიას“ არ უნდა დანებდე და ბოლომდე უნდა ებრძოლო, - არარსებულთან შერიგებას, არარსებულთან ჩხუბი ჯობია, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომ „ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები“.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, როგორც ჩანს, სანქციების შიშმა განაპირობა „გლობალური ომის პარტიასთან“ დიალოგის აუცილებლობა.

„მგონი, შეცდა „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ეშმაკს და „გლობალური ომის პარტიას“ არ უნდა დანებდე და ბოლომდე უნდა ებრძოლო. ბოლოსდაბოლოს ვერაფერს დაგაკლებს, იმიტომ რომ არ არსებობს. შესაბამისად, არარსებულთან შერიგებას, არარსებულთან ჩხუბი ჯობია, ჩემი აზრით. ეტყობა, „გლობალური ომის პარტიასთან“ დაიწყეს მორიგება და შესაბამისად, თავიდან აირიდეს სანქციები“, - განაცხადა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, ის პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა იქ უამრავი სისულელე ილაპარაკა.

„მე რაც მოვისმინე, პრეზიდენტმა უამრავი სისულელე ილაპარაკა იქ. უბრალოდ შემრცხვა, რომ ჩემი პრეზიდენტი ლაპარაკობდა იმ სისულელეებს, რასაც მე ვისმენდი, მაგრამ „ქართული ოცნების“ კრიტიკა მგონი, არაფერში წერია. ის, რომ პრეზიდენტი თურმე გერმანიის კანონმდებლობას არღვევს იმიტომ, რომ გერმანიაში ქართველ ემიგრანტებს რაღაც სისულელეებს ელაპარაკება, არასერიოზული ამბავია”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას