განათლების ახალი მინისტრი - იმედი მაქვს, კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას - განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებითა და შრომით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ამ თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის დაწყებული რეფორმების გაგრძელებას გეგმავს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთელს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს, მისი საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძე გიორგი ამილახვარს შეცვლის. გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა. ის აღნიშნულ პოსტს 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას