იაგო ხვიჩია - ჩემი დაკვირვებით, რუსები იგივეს უშვრებიან „ქოცებს“, რასაც „ქოცები“ - ჩვენ, ქართველებს - ატყუებენ და თავშესაქცევი ამბებით მათი ყურადღების გადატანას ცდილობენ

ჩემი დაკვირვებით, რუსები იგივეს უშვრებიან „ქოცებს“, რასაც „ქოცები“ - ჩვენ, ქართველებს - ატყუებენ და თავშესაქცევი ამბებით მათი ყურადღების გადატანას ცდილობენ, - ასე ეხმაურება „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეფასებებს.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, სერგეი ლავროვმა თქვა ის, რაც არის რუსული ოცნება კავკასიაში.

„ლავროვმა თქვა - თქვენ, დამოუკიდებელმა ქვეყნებმა იჩხუბეთ მეგობრებო და მე, დიდი ბიძა ჩავერევი, დავალაგებ და შეგარიგებთ! გაუგებარია, ამაში რა იყო სამხიარულო და რატომ აიტაცა ეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ.

„ქართული ოცნების“ აღტაცებაზე რუსები დაფიქრდნენ: რაიმე არასწორად ხომ არ ვთქვითო, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სამხიარულო არაფერი იყო. ამიტომ ზედმეტად რომ არ გახარებოდათ „ქოცებს“, ჩააზუსტეს, რომ არ აპირებენ იმის გაკეთებას, რაც გაგვიხარდება და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ერთმანეთში დაგვალაგებს.

არჩევნების წინ ამით ბედნიერება და მხიარულობა "ქართული ოცნებისთვისაც" კი ზედმეტია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ ამით დაინტერესდებიან.

ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.

პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიურად აფასებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას