თეონა აქუბარდია - ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან გაკეთდა მნიშვნელოვანი განცხადება იმის თაობაზე, რომ მხარს საქართველოს დემოკრატიას უჭერენ

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ადასტურებს, რომ ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრისას, დელეგაციის ერთ-ერთი წევრის მხრიდან შედარება ბელორუსთან გაკეთდა.

აქვე აქუბარდიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ბელორუსი არასდროს გახდება, რადგან მოსახლეობა საკუთარი ცივილიზაციური არჩევანის წინააღმდეგ ხმას არასდროს მისცემს.

“ეს შედარება იყო - ბუნებრივია, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი, სამართლიანი, პირველი რაც ყველას ახსენდება, ეს არის ბელარუსი.

მათგან გაკეთდა მნიშვნელოვანი განცხადება იმის თაობაზე, რომ მხარს საქართველოს დემოკრატიას უჭერენ. ყველა ჩვენს მეგობარს გათვიცნობიერებიული აქვს, რომ ეს არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ხალხის ნება, ვუცხოვროთ დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში, იყოს დაცული“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ.

ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე იმყოფებიან დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, ჰერმან საბო, თეონა აქუბარდია, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე. საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, საუბარი შეეხებოდა საარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს, ფიზიკურ ძალადობას, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მხრივ არსებულ პრობლემებს და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო კლიმატს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას