არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს - ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება

„ნაციონალური მოძრაობა“კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს, - ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც წყალტუბოში "ქართული ოცნების" წარმომადგენლის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მომხდარს ასევე საზოგადოების მხრიდან ძალიან მკაცრი შეფასება სჭირდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ კლავს, „ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში რჩება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლის სტილიც, დამოკიდებულებაც, აზროვნებად მთლიანად არის მიმართული აქეთ - როგორ შეავიწროონ ადამიანები, როგორ გააკეთონ ზიზღის და სიძულვილის კამპანია და როგორ დაესხან თავს ნებისმიერს, ვინც არ ჯდება მათ დღის წესრიგში და არ არის მათი ხაზის გამტარებელი. ამას რასაკვირველია, სჭირდება ძალიან მკაცრი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ასევე, სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას