Channel 4-ზე დოკუმენტური ფილმის - „საქართველო ცივილიზაციის თასი“ ჩვენება გაიმართა

საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ, პოპულარულ გადაცემაში „TREASURES OF THE WORLD“ 46 წუთიანი ფილმის ჩვენება გაიმართა.

გადაცემის წამყვანმა და ცნობილმა ისტორიკოსმა ბეთანი ჰიუზმა საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იმოგზაურა.

მის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს Channel 4-ის გადამღები ჯგუფი, დიდ ბრიტანეთს საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ეწვია. კამპანიის ფარგლებში, ლონდონში "Royal Geographical Society"-ში, საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ დოკუმენტური ფილმის - "Treasures of Georgia" ჩვენებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

დოკუმენტურ ფილმში ვარძია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სვანეთი, თბილისი, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, არქეოლოგიური მასალები, ქვეყნის კულტურული საგანძური, ციხე-კოშკები, ტაძრები და ქართული ანბანია ნაჩვენები.

„ფილმში ბეთანი ჰიუზმა მაყურებელს გააცნო: ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ, სვანური კოშკები, სვანეთის ეკლესიებში დაცული შუასაუკუნეების ხატები, ვარძიაში მდებარე თამარის ფრესკა, ხერთვისის ციხე, ძველი თბილისის არქიტექტურა და დმანისში აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ნიმუშები.

ფილმში წარმოდგენილი იყო ქვევრი, ქართული ღვინის წარმოების 8 ათასწლოვანი ისტორია, ქართული უნიკალური მუსიკა, პოლიფონიური სიმღერები და კულინარიული ტრადიციები.

ბეთანი ჰიუზის გადაცემაში „TREASURES OF THE WORLD“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და კულტურა არის წარმოდგენილი. გადაცემათა ციკლი 2021 წლიდან მზადდება და პოპულარულია როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე აშშ-ში”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას