აკაკი ზოიძე - ხელისუფლებას ქართველი ხალხის სახელით საუბრის უფლება აღარ აქვს

ისეთი ნაბიჯები გადადგეს, რომ ხელისუფლებას ქართველი ხალხის სახელით საუბრის უფლება აღარ აქვს - „ქართული ოცნებისთვის“ მანდატი იმიტომ არავის მიუცია, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვიოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

აკაკი ზოიძის განმარტებით, ქვეყანა სუვერენიტეტის დაკნინების საფრთხის წინაშე ნამდვილად დგას, რადგან დასავლელი პარტნიორები ურთიერთობების გაფუჭების გამო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტორები აღარ იყვნენ.

„ძალიან ძნელი სათქმელია, „ქართული ოცნება“ რას აკეთებს. პოლიტიკაზე საუბრისგან თავს ვიკავებ ხოლმე, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის. რაც ახლა ხდება, თითოეულ მოქალაქეს ეხება, ჩვენს შვილებს და შეიძლება შვილიშვილებსაც შეეხოს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, რასაც დღეს ვხედავთ. ეს კანონი მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომია, აისბერგის წვერია, სტიგმატიზაციის და პოლარიზაციის შემომტანია ამ ქვეყანაში და არასწორი კანონია, მაგრამ ეს მაინც ერთ-ერთი სიმპტომია. ეს ძალიან მძიმე დაავადება შეიძლება იყოს და იმედი მაქვს, რომ დროებითია. თუ თამაში მიდის, ეს ძალიან სახიფათო თამაშია.

ვუსმენ მათ და თითქოს თავის თავის დარწმუნებას ცდილობენ, რომ სწორად იქცევიან იმიტომ, რომ მაშინ მართლა უნდა აღიარო რომ მოღალატე ხარ ან საკუთარი თავი უნდა დაარწმუნო, რომ კარგ საქმეს აკეთებ. „ღირსებით ევროპისკენ“ გადასარევი სიტყვებია, მაგრამ რა ღირსებას ვიცავთ და რა სუვერენიტეტს გაურკვეველია. ჩემთვის ეს სუვერენიტეტის დაკნინების ერთ-ერთი საფრთხეა, რაც წინ გველოდება, რადგან არ გვეყოლება ჩვენი სუვერენიტეტის გარანტორი ქვეყნები. ერთადერთი გარანტორი ვინც გყავს, რომ ბოლომდე არ გადაიქცე ევრაზიული კავშირის წვერად და რუსეთის გუბერნიად და პროვინციად, ესენი რეალურად ჩვენი დასავლური პარტნიორები არიან“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძის განმარტებით, 1937 წლის მსგავსად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ორგანიზაციებს ხელს გაწერინებს იმაზე, რომ უცხოური გავლენის აგენტი ხარ.

„განსხვავება რა არის დღევანდელ ვითარებასა და 1937 წელს შორის? მაშინ წამების შედეგად გაწერინებდნენ ხელს, რომ „აგენტი ვარ ინდოეთის, ინგლისის, გერმანიის დაზვერვის" და აქ შენ თვითონ გაღიარებინებენ წამების გარეშე, რომ ხარ უცხოური გავლენის აგენტი.

ჩემი ორგანიზაციაც რეესტრში იქნება და ვიღაცამ რატომ უნდა მიიღოს ასეთი კანონი, რომ მე, რომელიც მთელი ცხოვრება ვცდილობდი, რომ ამ ქვეყნის სამსახურში ვყოფილიყავ, რომელ სექტორშიც არ უნდა ვყოფილიყავი, მე დღეს რატომ უნდა დამარქვან, რომ ვემსახურები უცხოურ აგენტ ორგანიზაციას და მისი ინტერესების გამტარებელი ვარ?“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას