ნიკოლოზ სამხარაძე სინგაპურის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სინგაპურში იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები სინგაპურის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელებთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გაიმართა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, დიგიტალიზაციის, ტურიზმის და განათლების სფეროებში ისაუბრეს.

ქართულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებისთვის სინგაპურში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი დააყენა.

შეხვედრებისას ისაუბრეს როგორც შავი ზღვის, ასევე ასეანი-ს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები გააცნო.

დელეგაციის ხელმძღვანელმა სინგაპურის ხელისუფლებას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრებისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და სატრანზიტო პოტენციალს, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ სტრატეგიულ პროექტებს, მათ შორის „შუა დერეფანს" და სინგაპურული კომპანიების შესაძლო ჩართულობას აღნიშნულ პროექტებში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას