ნიკოლოზ სამხარაძე მალაიზიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები, ოფიციალური ვიზიტით მალაიზიაში იმყოფებიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები მალაიზიის პარლამენტის ვიცე სპიკერს, რამლი ბინ დატო მოჰდ ნორის და მალაიზიის პარლამენტში ევროპის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

„განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და მალაიზიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტურიზმის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ქართულმა მხარემ კოლეგებს „შუა დერეფნის“ პროექტთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.

მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთის აგრესიის გავლენა რეგიონზე. საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.

ქართულმა მხარემ მალაიზიის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მალაიზიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას