ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის ელჩთან ერთად დღის ცენტრ „მშობელთა ხიდს“ ეწვია

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქაან ორბაითან და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორთან, თუბა ოზუთოქთან, ერთად დღის ცენტრ „მშობელთა ხიდს“ ეწვია.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დღის ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი ანა კაკაბაძე, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია.

უწყების ცნობითვე, სტუმრებმა ცენტრში მუსიკალურ-თერაპიული ოთახი გახსნეს, რომელიც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ჩართულობით და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის დახმარებით გარემონტდა. ამიერიდან ცენტრის ბაზაზე მოქმედი ამიერკავკასიაში არსებული ერთადერთი პარაორკესტრის წევრებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი მუსიკალურ-თერაპიული ოთახით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

„ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) და არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ჩვენი პატარებისა და მოზრდილებისთვის გაიხსნა მუსიკალური ცენტრი თავისი აღჭურვილობით, რომელიც „მშობელთა ხიდს“ გადმოეცა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პატარებისა და მოზრდილებისთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ცენტრში უამრავი კარგი კომპოზიცია აჟღერდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საკრებულოს ინფორმაციით. სტუმრებს პარაორკესტრის წევრებმა მუსიკალური ნომრებისგან შემდგარი პროგრამა წარუდგინეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებიც დაათვალიერებინეს.

გარდა ამისა, სტუმრებმა ცენტრის ხელმძღვანელ თეონა ყაჭეიშვილთან ერთად ის გარემო დაათვალიერეს, სადაც ბენეფიციარები შესაბამის თერაპიულ მომსახურებას გადიან. გაიმართა საუბარი ბენეფიციართა საჭიროებებზე, მუსთერაპიის მეთოდის უნივერსალურობაზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოქმედი მუნიციპალური პროგრამების მნიშვნელობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას