იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და აბაშის მერი აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ

2024 წლის 17 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.

„ფოთის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ნათია ბოჯგუამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, ქალთა უფლებების, მიწის რეგისტრაციის, შრომის უფლებების და ტრეფიკინგის საკითხებზე. ასევე გააცნო ფოთის ბიუროს მუშაობის სპეციფიკა და დაგეგმილი აქტივობები.

შეხვედრის ბოლოს ადგილობრივებს ინდივიდუალურად სამართლებრივი კონსულტაცია გაეწიათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას