გივი მიქანაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სომხეთში იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდერასიანს და მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე, ასევე ახალგაზრდობის საკითხებზე. მხარეებმა ერთობლივი ფორუმების მოწყობის და გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ მინისტრს საქართველოსა და სომხეთის საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც დელეგაციის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის მიზანია ორი ქვეყნის პარლამენტებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება.

მინისტრმა, თავის მხრივ, თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე და ვახტანგ მეგრელიშვილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას