ელისო ბოლქვაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში კულტურის დიპლომატიის როლზე ისაუბრეს.

„დღეს ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ქალბატონ მარია ბურიჩთან, ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებზე, რა როლი აქვს საქართველოს კულტურას ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე და ხაზი გავუსვით მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე ვისაუბრეთ კულტურის, როგორც მშვიდობის შენების ერთ-ერთ უნიკალურ გზაზე და ვიმსჯელეთ სხვადასხვა პროგრამების განვითარება-დაგეგმვის შესახებ ამ მიმართულებით", -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რომელიც იმავდროულად არჩეულია ევროპის საბჭოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და გარემოს დაცვის საერთო მომხსენებელთა ჯგუფის თავმჯდომარედ.

"ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა, მათ შორის, ვისაუბრეთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერასა და ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე",- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის (DGII) გენერალურ დირექტორს მარია როუტანენს და დემოკრატიის დირექტორატის დირექტორს მატიას გრუდენს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება სახელოვნებო განათლების ხარისხიანი მიწოდების მნიშვნელობას დემოკრატიის განვითარების პროცესში.

დღის ბოლოს კი დაგეგმილია შეხვედრა სტრასბურგის საკვირაო სკოლის ბავშვებთან, რომელიც კულტურის, კომიტეტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივი თემატური მოკვლევის ფარგლებში ტარდება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას