დავით ნარმანია მომხმარებელთა უფლებების შესახებ გურჯაანში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა

მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-2 საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქალაქ გურჯაანში შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა და სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში, გიორგი ალადაშვილმა გახსნეს.

შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანია, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი წარდგნენ.

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას მონაწილეებს კომისიის მიერ რეგულირებად სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპები გააცნო.

სემეკის თავმჯდომარემ მარეგულირებელი კომისიის როლზე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ისაუბრა. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობაზე.

მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიის მიერ დაირღვა მისი უფლება, შეუძლია მომართოს სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო უწყებების, მარეგულირებელი კომისიების, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა სექტორის მომხმარებლები.

11-15 მარტს, 6 მარეგულირებელი უწყების - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის მე-2 საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას