საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შანხაის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციის წევრები, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ შანხაის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ჟიო ჰუილინს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ შეხვედრაზე ისაუბრა ქართულ-ჩინური ურთიერთობების დინამიურ განვითარებაზე და იმ პერსპექტივებზე, რაც განათლებისა და მეცნიერების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით შანხაისთან შესაძლოა განვითარდეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის 2023 წლის ივლისში გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე.

გივი მიქანაძემ და დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე, განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

ჟუო ჰუილინმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, გამოხატა მზაობა და მნიშვნელობა მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების თაობაზე. მან საქართველოს ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის თაობაზე სურვილი გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციაზე სამომავლო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრის შემდეგ, ქართული დელეგაცია სახალხო კონგრესის ჰონგქიაოს რეგიონულ წარმომადგენლობას ესტუმრა და გაეცნო მის საქმიანობას. შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზში კომიტეტის წევრები გაეცნენ შანხაის განვითარების მოდელსა და სამომავლო განვითარების გეგმებს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე. დელეგაციის შეხვედრას ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ბესარიონ შარაშენიძე და საელჩოს სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას