მიხელ სარჯველაძე თურქეთის ომბუდსმენს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს და თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ომბუდსმენი ბავშვთა და ქალთა საკითხებში, სასამართლო ხელისუფლების და გაეროს ბავშვთა ფონდის თურქეთის ოფისის წარმომადგენლები.

„შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის, სოფიო კილაძის მიერ და მიზნად ისახავდა ქართული გამოცდილების გაზიარებას ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოში, უკანასკნელ წლებში, ბავშვის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები, როგორც საკანონმდებლო, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. მანვე ისაუბრა პარლამენტის როლზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილ რიგ გამოწვევებზე.

სოფიო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისობაზე გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპებთან, ასევე ოჯახის, როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესი განმსაზღვრელის როლზე და სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შერეფ მალკოჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ღირებული გამოცდილების გაზიარებისთვის და გამოხატა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზაობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას