არჩილ თალაკვაძე - სერგეენკოსთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება არის თანმიმდევრული და ვფიქრობ, თანაგუნდელის მიმართ გამოხატავს პატივისცემას - ოპოზიციას სხვადასხვა რეაქცია ჰქონდა სახეზე, ალბათ, ახალ სცენარებს მოიგონებენ

გადაწყვეტილება ეფუძნება ჩვენს წინა განცხადებებს, რომ სერგეენკოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მისი აზრის გათვალისწინებით მივიღებდით, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე კითხვას, რატომ არ დაუჭირა პარლამენტმა მხარი დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს.

თალაკვაძე აცხადებს, რომ საკითხი დღის წესრიგში სწორედ კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე დადგა, თუმცა კანონი ითვალისწინებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ მიაჩნდათ.

„ზუსტად კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი, მაგრამ, ასევე, კანონი ამბობს, რომ პარლამენტს შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც სწორად მიგვაჩნდა. თუ გაიხსენებთ, თავიდანვე გეუბნებოდით, რომ უმრავლესობა დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს მასთან კონსულტაციით, მისი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისად, დღეს მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს წინა განცხადებებს ეფუძნება. ის არის თანმიმდევრული და ვფიქრობ, ჩვენი თანაგუნდელის მიმართ გამოხატავს პატივისცემას. ოპოზიციას სხვადასხვა რეაქცია ჰქონდა სახეზე, ალბათ, ახალ სცენარებს მოიგონებენ, გარკვეული შიშებიც შეიძლება გაუჩნდეთ, თუმცა, საზოგადოება მინდა დავარწმუნო, ყველაფერი არის ძალიან უბრალოდ და იმ ფარგლებში, რაც შეეფერება სერგეენკოს გუნდთან ურთიერთობებს.

ჩვენ დავიცავით კანონის მოთხოვნები და ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე დადგა საკითხი დღის წესრიგში, თუმცა, იგივე კანონი ამბობს, რომ პარლამენტს შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არის დეპუტატების მისაღები გადაწყვეტილება და იმიტომ დგება კენჭისყრაზე, რომ მისი მხარდაჭერაც და უარყოფაც შეუძლიათ დეპუტატებს.

კონსულტაციებზე, რაც ჩვენს (პარტიას და სერგეენკოს) შორის გაიმართა, მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არის შიდა პარტიული საქმე, თუმცა, ჩვენი წინა განცხადებები და ეს გადაწყვეტილება არის შესაბამისობაში",- განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა “ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

შესაბამისი დადგენილების მიღების მომხრე მხოლოდ ორი დეპუტატი იყო, 12-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. შესაბამისად, დადგენილება “ჩავარდა“ და დავით სერგეენკო პარლამენტში რჩება.

დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევდა, რასაც თავის მხრივ, კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას