ირაკლი კობახიძე - ლიტერატურა უნდა იყოს აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკისგან, როდესაც ვიღაც ცდილობს, პოლიტიკა შეიტანოს ლიტერატურაში, აბსოლუტურად მიუღებელია

ლიტერატურა პირველ რიგში უნდა იყოს აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკისგან, როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ პოლიტიკა შეიტანოს ლიტერატურაში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქეთი დუმბაძე მწერალთა სახლის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი იქნება.

ქეთი დუმბაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი, მის ოჯახზე ბევრი საუბარი არც არის საჭირო და მათ შორის მის კავშირზე ლიტერატურასთან. ჩვენთვის ძალიან დასანანია, რომ მას უწევს პარლამენტის წევრის მანდატის დატოვება იმის გამო, რომ გადადის სხვა პოზიციაზე, თუმცა ქეთი დუმბაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი იმ სამსახურში, სადაც ახლა დაიკავებს ხელმძღვანელის თანამდებობას.

რაც შეეხება მის საწინააღმდეგო განცხადებებს, აბსოლუტურად მიუღებელია. მანამდე მსგავსი ტიპის განცხადებებით იგივე ადამიანები, 100-მდე ადამიანი, მწერალს უწოდებენ საკუთარ თავს, თავს დაესხნენ ელისო ბოლქვაძეს. 100 ნაკლებად ნიჭიერი ადამიანი თავს დაესხა ერთ ნიჭიერ ქალს, ასეთი ფაქტი იყო და იგივე განმეორდა ქეთი დუმბაძის შემთხვევაში. არ არის ეს მისაღები, არ არის ეს სწორი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას