ირაკლი კობახიძე - შეიძლება ვიღაცის მამა სადღაც იყოს დასაქმებული, მაგრამ ანრი ოხანაშვილი სუფთა და წესიერი კაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საკუთარ ბუნდოვანებასა და კორუფციას მიხედოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ეს არის ორგანიზაცია, სადაც უკვე 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარეა - საკუთარ ბუნდოვანებასა და საკუთარ კორუფციას მიხედონ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის შედეგებს შეეხებოდა, რომელშიც ორგანიზაცია სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევებზე საუბრობს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ანრი ოხანაშვილს ნეპოტიზმთან საერთო არაფერი აქვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ეს არის ორგანიზაცია, სადაც უკვე 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარეა. ეს არის იმის სიმბოლო, თუ როგორ არ უნდა ფუნქციონირებდეს კონკრეტული ორგანიზაცია, მითუმეტეს, როცა მას ეწოდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იბრძოდა გამჭვირვალობის წინააღმდეგ. გახსოვთ, რომ ამერიკულ კანონს, მათაც დაარქვეს რუსული კანონი. თვითონ არიან გამჭვირვალობის წინააღმდეგები, რატომ? - იმიტომ, რომ ბევრი კორუფციული რამ აქვთ დასამალი. აქედან გამომდინარე, საკუთარ ბუნდოვანებასა და საკუთარ კორუფციას მიხედონ. ამ ინფორმაციის დეტალები არ ვიცი, რა თქმა უნდა, ჩასახედი და განსახილველია. მე შემიძლია ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით გითხრათ, რომ მას ამ კუთხით არავითარი პრობლემები არ აქვს. შეიძლება ვიღაცის მამა სადღაც იყოს დასაქმებული, მაგრამ რაც შეეხება ნეპოტიზმს, შემიძლია ანრი ოხანაშვილზე ვთქვა, რომ ის არის სუფთა და წესიერი კაცი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, სადაც ერთ-ერთი დირექტორის თანამდებობას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი იკავებს, სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევებია დაფიქსირებული. კვლევის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული, მათ შორისაა დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მამაც.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას