თეონა აქუბარდია - მოვუწოდებ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, ვილნიუსის სამიტის წინ, ნატოს წევრი ქვეყნებისადმი ერთობლივი მიმართვა გავაკეთოთ

მოვუწოდებ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, რომ ახლა, როდესაც ვილნიუსში იმართება ნატო-ს სამიტი, ერთობლივი მიმართვა გავაკეთოთ და მივმართოთ ნატო-ს წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს ნატო-ში წევრობის სურვილთან ერთად დაფიქსირებული იყოს საქართველოს მხარდაჭერის თხოვნა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ამასთან, მოუწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ, რადგან აქუბარდიას თქმით, კარგი იქნება თუ დეპუტატებს ერთიანი პოზიცია ექნებათ.

აქუბარდიამ ასევე, მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, წარმოადგინოს ინფორმაცია, რა კეთდება საქართველოს ნატოში წევრობის წინსვლისთვის.

„ვილნიუსში 11-12 ივლისს იმართება ნატო-ს სამიტი და ამავდროულად, დღემდე არ ვიცით, საქართველო მიდის თუ არა მაღალი პოლიტიკური დონით, ამ სამიტზე, ან რას ველოდებით, ან საერთოდ რამე გვინდა თუ არა ნატო-სგან იმ ბოლო განცხადების მერე, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ჭრილში ნატო-ს გაფართოება და უკრაინის სწრაფვა დაასახელა. ზუსტად ამ დროს, 2 წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა მივიღეთ ერთობლივი მიმართვა ნატო-ს წევრი ქვეყნებისადმი, ლიდერებისადმი, ნატო-ს სამიტამდე იმისთვის, რომ საქართველოს ნატო-ში სწრაფვას ჰქონოდა წინსვლა და ეს ყო ერთობლივი პოზიციის და ნების დაფიქსირება, რაც იყო, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი, მით უფრო, იმ ფონზე, რომ ამ ერთობლივ მიმართვას ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა და ეს მოხდა პარლამენტის წინა თავმჯდომარის, კახა კუჭავას დროს, ზუსტად 2021 წლის ივნისში. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში არც ერთი რეზოლუცია არ მიღებულა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნატო-ს გაფართოების საბაბით დაიწყო საერთაშორისო დღის წესრიგის გადახევა და შემდგომ უკვე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მიუხედავად ინიციატივისა, რომელიც როგორც მახსოვს „ლელოს“ ჰქონდა, ჩვენ არ გაგვიკეთებია არც ერთი საპარლამენტო მიმართვა ნატო-ს წევრებისადმი, ლიდერებისადმი და ამიტომ მოვუწოდებ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, რომ ახლა, როდესაც ვილნიუსში იმართება ნატო-ს სამიტი, ერთობლივი მიმართვა გავაკეთოთ და მივმართოთ ნატო-ს წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს ნატო-ში წევრობის სურვილთან ერთად დაფიქსირებული იყოს საქართველოს მხარდაჭერის თხოვნა. რამდენადაც ეს არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ქოლგა და ეს არის კონსტიტუციურად გამყარებული არჩევანი, მიუხედავად იმ ანტიდასავლური განცხადებებისა, რომელსაც ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი აკეთებს ნატო-ს მისამართით. მე ასევე, მინდა მოვუწოდო "ქართულ ოცნებას“, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რას ფიქრობენ, რამდენადაც პარლამენტის წევრებმა და პარლამენტმა უნდა შევიმუშაოთ პოზიცია და თუ ეს იქნება ერთიანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ეროვნულ ინტერესში რომ ერთობა გვმართებს, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. იმავდროულად, მინდა საგარეო საქმეთა მინისტრს მოვუწოდო, გააკეთოს განცხადება ნატო-ს სამიტის წინ, რა პოზიციები აქვს საქართველოს, რა შესაძლებლობები აქვს და საერთოდ რას აკეთებს საგარეო უწყება საქართველოს ნატო-ში წინსვლისთვის“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას