მიხეილ სარჯველაძე - ხელისუფლებამ სამართალდარღვევას უწოდა სამართალდარღვევა, მოჰყვება რეაგირება - ქვეყანაში, რომელიც პროევროპულია და მიემართება ევროპისკენ, ევროკავშირის დროშა და სიმბოლიკა გასაფრთხილებელია

სამართალდარღვევას ხელისუფლებამ უწოდა სამართალდარღვევა, ითქვა, რომ მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და ისიც ითქვა, რა შობს რადიკალურ ქმედებებს - არაფერი თქვენი დასაწუნი არ აქვს იმ პროცედურებს, რომელიც განხორციელდა,- ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, რატომ არ იდგა საკანონმდებლო ორგანოს წინ ევროკავშირის დროშის აღმართვის დროს არცერთი დეპუტატი.

სარჯველაძისთვის გაუგებარია, რა არ მოსწონთ ამაში.

"უცნაურად გამოიყურება კითხვა, რა არ მოგწონთ ამაში?! - სამართალდარღვევა მოხდა და ამას უწოდა ხელისუფლებამ სამართალდარღვევა, მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და ესეც ითქვა, ისიც ითქვა რა შობს ხოლმე ასეთ რადიკალურ ქმედებებს საზოგადოებაში.

არავის აქვს უფლება რადიკალიზაციის მხარდამჭერი იყოს ქვეყანაში, არც დემონიზაციის და საერთოდ ეს ზიზღის ენა მიუღებელია. ეს არ შეიძლება იმის მიხედვით შეწყნარებული ან შეუწყნარებელი იყოს, მოგვწონს თუ არა. ქვეყანაში რომელიც პროევროპულია და მიემართება ევროპისკენ, გასაფრთხილებელია ევროკავშირის დროშა და სიმბოლიკა, როგორც ამას აკეთებს დღეს ხელისუფლება, ამიტომ არაფერი თქვენი დასაწუნი არ აქვს იმ პროცედურებს, რომელიც განხორციელდა იმისთვის, რომ ყველაფერი თავის ადგილას დამდგარიყო", -განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა "ალტ-ინფოს" წარმომადგენლები პარლამენტთან აღმართულ დროშას ხსნიან, 2021 წლის 6 ივლისს ჩამოგლეჯილი დროშა მეორე დღეს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღმართა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას