ნინო ბურჯანაძე - ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო - ერთი სიტყვა თვითკრიტიკულიც ეთქვა

ყველამ თავის პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს და ცუდი არ იქნებოდა, პრეზიდენტს ერთი სიტყვა თვითკრიტიკულიც ეთქვა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრეზიდენტი რომ თავის ადგილზე ყოფილიყო, ხელისუფლება ასე ვერ გათამამდებოდა.

„ძალიან უცნაურად გამოიყურება ქალბატონი სალომეს განცხადება. ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა პრეზიდენტისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა თავშია. არ ვგულისხმობ მხოლოდ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესს. პრეზიდენტი რომ თავის ადგილზე ყოფილიყო, რომ შეესრულებინა ის მინიმალური ფუნქციებიც კი, რომელიც მას ჰქონდა და აქვს მინიჭებული კონსტიტუციით, დღეს ქვეყანაში სრულიად სხვა ვითარება იქნებოდა. დაწყებული სასამართლოების შესახებ კანონზე ვეტოთი, რომელიც ძალიან სერიოზული განაცხადა იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან. არ აქვს მნიშვნელობა ვეტოს გადალახავდნენ თუ არა. ხელისუფლება ასე ვერ გათამამდებოდა პრეზიდენტი რომ თავის ადგილზე ყოფილიყო.

მე შემიძლია დავეთანხმო პრეზიდენტს, რომ ბრალეულობის გარკვეული წილი ოპოზიციასაც აქვს, ხელისუფლებაზე აღარ ვლაპარაკობ, გასაგებია ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოზიცია, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ბრალიცაა იმაში, რომ დღეს ქვეყანა ამ დღეშია. ოპოზიციის არათანმიმდევრულობა, ის რომ გაერთიანება ვერ შეძლო, როცა ყველაზე ძლიერი იყო, დაქსაქსულობის დაწყება საპარლამენტო მანდატების გამო, მაგრამ ყველამ თავის პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს და ცუდი არ იქნებოდა, ერთი სიტყვა თვითკრიტიკულიც ეთქვა ამ ვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას