ოთარ კახიძე - ჩვენ გვყავს პროდასავლური ზურაბიშვილი, შუაშისტური კობახიძე და პრორუსული სუბარი, არ უნდა „ვჭამოთ“ ასეთი გადალაგება - ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება სხვადასხვა განშტოებით

სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის და ბიძინა ივანიშვილი იმ შემთხვევაში ­ეტყვის მას, რომ შეიწყალოს გვარამია, თუკი რაღაც ექნება სავაჭრო, რაღაცას მიიღებს ამის სანაცვლოდ, ან ექნება შიში, რომ სერიოზული წნეხი ექნება ქუჩიდან - ამ რეალობაში ივანიშვილზე რაიმე სერიოზული წნეხი არ ხორციელდება და ამ ეტაპზე მას არაფერი აქვს გასაცვლელი და სავაჭრო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოთა პოლიტიკური ფიგურები ასეთ გადაწყვეტილებებს კეთილი ნების საფუძველზე არ იღებენ.

სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილისგან დამოუკიდებლად არ უნდა განვიხილოთ. ის ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი განშტოებაა და რასაც ეტყვის ივანიშვილი, იმას გააკეთებს აუცილებლად. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ფრთა - გვყავს პროდასავლური ზურაბიშვილი, შუაშისტური კობახიძე და პრორუსული სუბარი. არ უნდა „ვჭამოთ“ ასეთი გადალაგება, რომელსაც ივანიშვილი გვთავაზობს. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლება სხვადასხვა განშტოებით. სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის. ბიძინა ივანიშვილი იმ შემთხვევაში ეტყვის მას, რომ შეიწყალოს გვარამია, თუკი რაღაც ექნება სავაჭრო, რაღაცას მიიღებს ამის სანაცვლოდ, ან ექნება შიში, რომ სერიოზული წნეხი ექნება ქუჩიდან. ეს არის ის საფუძვლები, რომელიც ივანიშვილს აიძულებს ხოლმე, რომ დათმობაზე წავიდეს. მაგალითად, როგორც იყო 8 მარტის შეთანხმების პროცესი, როდესაც ჩვენ პარლამენტის ბოიკოტირება გვქონდა თვეების განმავლობაში და დილით მიიძურწებოდნენ და ცდილობდნენ პარლამენტში შესვლას, მაგრამ ვერ შედიოდნენ, რადგან პიკეტირება იყო ყველა კართან და პოლიტიკური კრიზისი იყო ისეთი, რომ ვერ უმკლავდებოდნენ. მაშინ მოუწიათ პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, რადგან ძალიან მძიმე ვითარებაში იყვნენ და ახლა ამ ვითარებაში არ არიან. ახლა არიან ძალიან კომფორტულად, პარლამენტში შეიყვანეს და მერე ბოლომდე დეგრადაცია მოუწყვეს ოპოზიციას. ამ რეალობაში ივანიშვილზე რაიმე სერიოზული წნეხი არ ხორციელდება, ამ ეტაპზე ივანიშვილს არაფერი აქვს გასაცვლელი, სავაჭრო, ასეთი რამ ჯერჯერობით არ ჩანს, ამიტომ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კეთილი ნება შეიძლება გამოიჩინოს. მე ეჭვი ძალიან მეპარება, რადგან საბჭოთა პოლიტიკური ფიგურები ასეთ გადაწყვეტილებებს არ იღებენ კეთილი ნების საფუძველზე, მხოლოდ ვაჭრობა და რაღაცაში გაცვლა შეიძლება იყოს გვარამიას გათავისუფლების საფუძველი. რაიმე სერიოზული წნეხი თუ იყო ხელისუფლებაზე, ამ წნეხის მოხსნის სანაცვლოდ შეიძლება გაათავისუფლონ, მაგრამ ახლა ეს წნეხი არ არის. შესაბამისად, ჩემი მოლოდინი არ არის, რომ ივანიშვილი ზურაბიშვილს ეტყვის, რომ გვარამია გამოუშვას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას