რუსთავის ცენტრალური პარკის ტბაზე თევზჭერის ფესტივალი ტარდება

რუსთავში, საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი“, ამჯერად თევზჭერის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც რუსთავის მერიის, ,,ოქსიგენისა“ და საქართველოს თევზჭერის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის ფესტივალის ჩატარება რუსთაველების თხოვნა იყო.

,,რუსთავში იმართება თევზჭერის ფესტივალი, პირველი დღე დაეთმო სპორტული თევზჭერის მიმართულებას, მეორე დღეს კი უფრო ოჯახური გარემო იქნება, ალბათ ბევრი რუსთაველი მოვა შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ამ უნიკალურ ტბაზე რუსთაველებს ექნებათ შესაძლებლობა დაიჭირონ თევზი, გაერთონ და განიტვირთონ. ძალიან ბევრი გვწერდა, მათ შორის სოციალურ ქსელში ბევრი გვთხოვდა, რომ პარკში არსებული ტბის შესაძლებლობა ამ მიმართულებით გამოყენებულიყო. რუსთავის მერია ხელს შეუწყობს იმას, რომ შაბათ-კვირა განსაკუთრებულად იყოს დატვირთული სხვადასხვა ღონისძიებებით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ტურნირის პირველი დღის დასასრულს, პროფესიულ თევზჭერაში 10 საუკეთესო სპორტსმენის, 2022 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, ასევე გამოვლინდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2023-ის წევრები.

,, ეს გახლავთ რუსთავის მერიის და Oxygen Fest-ის მეორე პროექტი - სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ორდღიანი ფესტივალი. ფესტივალის პირველ დღეს ჩატარდა ტურნირი სპორტული თევზჭერის სხვადასხვა სახეობაში, მეორე დღეს კი სამოყვარულო თევზჭერაა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ნოზაძემ.

ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ფიდერით თევზჭერის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ხუციშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. Oxygen Fest Space Rustavi / Fishing Days - თევზჭერის ფესტივალს, რუსთავის ცენტრალური პარკი 22 და 23 ოქტომბერს მასპინძლობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას