დავით ზილფიმიანი - ყველაფერი არ იყიდება ბატონებო!

როგორც წესი, ყველაფერს, მათ შორის ზოგიერთ ფინანსურ წყაროს, ე.წ. მოხმარების ინსტრუქცია მოჰყვება და სანამ ზოგიერთი მომხმარებელი ამ წყაროთი ისარგებლებს, მისი უკეთ გაცნობაა საჭირო ინსტრუქციაში დესტრუქციის ვალდებულება ხომ არ დევს - ყველაფერი არ იყიდება ბატონებო! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა გააკეთა.

როგორც ზილფიმიანმა აღნიშნა, გარკვეული ჯგუფების მხრიდან საქართველოში შესაძლო მეორე ფრონტის, დესტაბილიზაციის ან არეულობის სურვილი არსებობს, რაც გასაკვირი არ არის.

“კაცობრიობის ისტორიაში ეპოქალური მოვლენები არაერთხელ ყოფილა. დღეს ჩვენი თაობა ძალიან დიდი ეპოქალური მოვლენის - ევროპაში გაჩაღებული დიდი ომის პერიოდში ცხოვრობს. ეს არის კოლექტიური და კომპლექსური ომი, დასავლეთისა რუსეთის წინააღმდეგ - თავისი ფინანსებით, რესურსებით, სამხედრო ტექნიკით და ცოცხალი ძალით. გასაგებია, რომ ეს ომი რუსეთის ამბიციების დაკმაყოფილებით არ დასრულდება. რაც შეეხება დასავლეთს, ამ ტიპის ომებში სრულიად გამარჯვებულები არ არსებობენ. დასავლეთში რეცესია გარდაუვალი იქნება. ჩვენი ქვეყანა ახერხებს უკრაინისადმი კოლექტიური დახმარებისა და თანადგომის ფონზე, ეკონომიკური პროგრესი და სტაბილურობა შეინარჩუნოს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში იყოს, არის სტაბილურობა და ეროვნული თანხმობა, როგორც პოლიტიკოსებისა, ასევე ერისა და ბერისა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არასოდეს ისეთი არ ყოფილა ჩვენი დაკარგული რეგიონების ჩვენს წიაღში დაბრუნების შესაძლებლობა, როგორც ახლა - იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სტაბილურობას შევინარჩუნებთ შემდგომი კეთილდღეობის გაზრდით, ხოლო იქ კიდევ უფრო დამძიმდება ომით გამოწვეული პრობლემები“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას