გიორგი ხოჯევანიშვილი - ევროპარლამენტარები მიესალმებიან ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, ყველაფერი გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად, რაც დაგვაახლოებს ევროკავშირთან

ევროპარლამენტარები მიესალმებიან ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, რომელიც არსებობს, ყველაფერი გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად, რაც დაგვაახლოებს ევროკავშირთან, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტარების შეთავაზება ოპოზიციასთან არის ის, რომ ოპოზიციამ გამოიყენოს ყველა პლატფორმა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაც ქვეყანას დააახლოებს ევროკავშირთან.

"დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან მკვეთრი შეფასებები იყო ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან. რა თქმა უნდა, ყველასთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ევროპარლამენტარები მიესალმებიან ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, რომელიც არსებობს, ყველაფერი გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად, რაც დაგვაახლოებს ევროკავშირთან და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას