ირაკლი კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ყოფილა საოკუპაციო ხაზთან - დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ? პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს, როცა კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის.

კითხვაზე, რატომ არ ყოფილა საოკუპაციო ხაზთან, კობახიძე პასუხობს: „არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან?“

„დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ? კონკრეტული ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე იქ რატომ უნდა ჩავიდეს, როდესაც კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი?“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მისი ყოფილი კოლეგა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „კონკრეტული მოცემულობა იყო და ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან“.

„მთელი ხელისუფლება დადის საოკუპაციო ხაზთან. აღმასრულებელი ხელისუფლება არა მარტო ჩადის, არამედ პრობლემებს უგვარებს მოსახლეობას. არის საუბარი სამინისტროებზე, უწყებებზე, მთელი ხელისუფლებაა ჩართული. იქ გაზი, წყალი და გზა რომ მიდის, ვინ აკეთებს ამას? ჩადიან. აბა, პრობლემებს ხომ უნდა გაეცნონ? მილიონი პროექტი განხორციელდა იმ ზონაში და ერთი არ გაგიშუქებიათ. თქვენ [ჟურნალისტებს] იმ ადამიანების პრობლემები კი არ გაინტერესებთ, არამედ გაინტერესებთ უბედურება ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას