ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება

საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრთან, ბენი განცთან ნაყოფიერი საუბარი გაიმართა.

„ძალიან კარგი საუბარი შედგა ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან, ბენი განცთან. საქართველოსა და ისრაელს ორმხრივი პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც საერთო ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად გაღრმავდება საერთო ინტერესების სფეროში ჩვენი კავშირების გაძლიერების შედეგად", - აცხადებს პრემიერი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა