ჩვენ ყველანი - კოლეგებთან ერთად - სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ, რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ! - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ბოლო დროს გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალობაში.
„მოვლენები ბოლო 20-24 საათის განმავლობაში იმ სცენარიდან არის, რომელიც უკვე რეალიზდება და რითაც მცდარი პროვოკაციები, მათზე რეაგირება და უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის განვითარება იქმნება.
მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოვფინოთ იმას, რასაც ვხედავთ. ამან შესაძლოა, რუსეთს კურსი შეაცვლევინოს.
ჩვენ ყველანი - კოლეგებთან ერთად - სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ, რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ! ფაქტები კი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ ამ ბოლო დროს გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, ეს სულაც არ ხდება ასე რეალობაში. პირიქით, საზღვართან მეტი - თან წამყვანი - ძალების კონცენტრაციას ვხედავთ, რაც ნებისმიერი აგრესიის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მანიშნებელი. ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი უდიდესი ბერკეტი ამ გამოწვევის და პრობლემის წინაშე არის ის სოლიდარობა, რომელზეც აქ ყველანი ვსაუბრობთ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.