„თელასის" განცხადებით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 22 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანიის ცნობითვე, დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მოსახლეობას.
„საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხაძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის, ასათიანის, ვოლსკის, ორთაჭალის, ნადიკვარის, კალანდაძის და გორგასლის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშის და შუშინის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აღნიშნულია „თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.