სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 21 თებერვალს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისში, 21 თებერვალს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, კერესელიძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, გვეტაძის, ყიფიანის, გაფრინდაულის, სანაპიროს, ცაბაძის და მაიაკოვსკის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ჭიაურელის და გაფრინდაულის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და იოსელიანის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ხიზანიშვილის, პაიჭაძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და აწყურის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლება IV მიკრორაიონის და ვაზისუბნის დასახლების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის II კვარტლის, ცოტნე დადიანის, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საყვირის, კოხრეიძის, მარუაშვილის, ტყეკულტურის, აჭარის, გედევანიშვილის, მახათას, ხუდადოვის, ცაიშის, ჩეჩელაშვილის, მნათობის, ლამის, სიღნაღის, პეტრე ბაგრატიონის, პაატა სააკაძის, გუმათის, ახუთის, დავითაშვილის, დიღომბარის, ჯაბაურის, თამარაშენის, პისარევის, ბერიაშვილის, ბერძენიშვილის, აბაშის, სალხინოს, ასხინის და რეხის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის, სვანიძის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ლაპიაშვილის, ბოცვაძის, ბაქრაძის, რჩეულიშვილის და გალის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაბუციძის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა