კრემლი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების დასაბუთებას იმ სცენარით გეგმავს, რომელიც საქართველოში გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროვოკაციები არ შეწყდება.
„კრემლი კვლავ ამზადებს საბაბს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის იმავე სცენარის მიხედვით, რომელიც საქართველოში შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, განახორციელებენ თუ არა, ეს ვარიანტი მაგიდაზე მაინც რომ იდოს,“ - განაცხადა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ საოკუპაციო ძალებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევისთვის უკვე ემზადებოდნენ.
„მივმართავ ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკას, იასნოვატიისა და სხვა ქალაქების მოსახლეობას: ხალხო, არ შეგეშინდეთ! თქვენი მტერი უკრაინა არაა, არამედ ისინი არიან, ვინც თქვენი კედლების უკან იმალებიან. არ დაუჯეროთ ჭორებს უკრაინის მხრიდან თავდასხმის შესახებ“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.