ხათუნა სამნიძე - ა(ა)იპ „თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის“ ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი შრომის ანაზღაურებას ხმარდება, ბავშვების კვებას კი მხოლოდ 36 000

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, “საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული ა(ა)იპ-ებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში არაერთი სისტემური ხარვეზი იკვეთება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტები ა(ა)იპების მეშვეობით იღებენ ისეთი სახის მომსახურებებს, რომელთა მიღება სახელმწიფო შესყიდვების გზით უმჯობესი და ეფექტურია.

"იურიდიული პირების საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ხშირად ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში გვხვდება საერთო პროფილის რამდენიმე ა(ა)იპ. მსგავსი სურათი განსაკუთრებით არის დამახასიათებელი კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის. ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, ცალ-ცალკეა განსაზღვრული ადმინისტრაციული პერსონალი (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ა.შ.). ა(ა)იპ-ების დაყოფა სათანადო დასაბუთების გარეშე ფინანსური რესურსების არაეფექტიან ხარჯვას იწვევს.მაგალითად, სამტრედიაში არსებობს #1, #2, #3 სამუსიკო სკოლა, და ყველა არის ცალ-ცალკე ა(ა)იპის სახით შექმნილი და არა ერთი ქუდის ქვეშ”, - განაცხადა სამნიძემ.

სამნიძე, ასევე, საუბრობს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის პრობლემასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ 20 მუნიციპალიტეტიდან საერთოდ ვერ მიიღო საჯარო ინფორმაცია.

“5-მა მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, მაგრამ არასრულად. ხოლო, დანარჩენი ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებში, არის ისეთი ტიპის შეცდომები, რომლებიც მათ გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს არ შეიძლებოდა დაეშვათ. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურების მუხლი მნიშვნელოვნად აღემატება მთლიანად ა(ა)იპ-ის ბიუჯეტს, ზოგიერთ შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობაში და შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ოდენობაში, არ არის გათვალისწინებული შტატგარეშეთა რიცხოვნობა და მათი შრომის ანაზღაურება. ძალიან ხშირად კი მოწოდებული ფინანსური დოკუმენტები ხასიათდება რიგი ხარვეზებით და აჩენს კითხვის ნიშნებს, ხდება თუ არა სრულყოფილად ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება ა(ა)იპ-ებში. ამ ყველაფრის ფონზე კი მუნიციპალიტეტების მერიებში, საკრებულოებსა და ა(ა)იპ-ებში სახელფასო ფონდები გაიზარდა (ზოგიერთ შემთხვევაში გაორმაგდა კიდეც) არა საჯაროდ გაცხადებული 10%-ით, არამედ, მნიშვნელოვნად მეტით,“- აღნიშნა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ რჩება ა(ა)იპ-ებში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხები, რომლებიც რიგ შემთხვევებში პრაქტიკულად მთლიან ბიუჯეტს შეადგენს.

„მაგალითად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ წლიური ბიუჯეტი - 376 000 ლარია, შრომის ანაზღაურება კი - 365 640 ლარი (97.2%), წლის მანძილზე სხვა ხარჯებისათვის მხოლოდ - 10 360 ლარი რჩება.

ა(ა)იპ „თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის“ ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი შრომის ანაზღაურებას ხმარდება, ბავშვების კვებას კი მხოლოდ 36 000.“- განაცხადა სამნიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა