როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ესეც „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილს ღირსების გრძნობა არ აქვთ, ჯერ კიდევ 4 მუნიციპალიტეტში კოალიციების შექმნის მაგალითზე გამოჩნდა.
„რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ, სამწუხაროდ, ღირსების შეგნება. ეს გამოჩნდა იმ კოალიციების მაგალითზე, რომლებიც გაფორმდა 4 მუნიციპალიტეტში. ერთი პარტია მეორის ლიდერს უწოდებდა თვალთხარიას, მეორე პირველს უწოდებდა მკვლელებს და ა.შ. და მათ დღეს შეკრეს კოალიცია. ეს მიანიშნებს უპრინციპობაზე და ამის გამოხატულებაა, რა თქმა უნდა, „ლელოს“ პოზიციაც. როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ესეც „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს და უპრინციპობის მიღმა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს პირდაპირი ძალიან მჭიდრო ალიანსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის, რეალურად მათ შორის პრაქტიკულად ზღვარიც არის წაშლილი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არავის უკვირს,“ - განაცხადა კობახიძემ.