გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი ევროპული სამშვიდობო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს უპირისპირდება

უკრაინის საზღვარზე ჯარების უპრეცედენტო განლაგებით და „ცივი ომის“ პერიოდის მსგავსი მოთხოვნებით რუსეთი ევროპული სამშვიდობო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს უპირისპირდება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

BBC-ი წერს, რომ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იგულისხმა ის მოთხოვნები, რომელიც რუსეთმა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დასავლეთს წაუყენა და რომლითაც რუსეთი ცდილობს შეზღუდოს დასავლეთის სამხედრო ძალა მეზობელ ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროებად მიიჩნევს. დასავლეთი კი ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ რუსეთს აქვს უფლება გავლენა მოახდინოს მეზობელი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე, როგორც ამას საბჭოთა კავშირი „ცივი ომის“ დროს აკეთებდა.

ანალენა ბერბოკმა მოსკოვს მოუწოდა, გადადგას სერიოზული ნაბიჯები უკრაინის კრიზისის დეესკალაციისკენ. მისი თქმით, „მშვიდობისკენ მიმავალი პატარა ნაბიჯებიც კი უკეთესია, ვიდრე დიდი ნაბიჯები ომისკენ".

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა