ირაკლი კობახიძე - 2020 წელს გავეცით წინასაარჩევნო დაპირება, რომ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი პანდემიამდე არსებული ნიშნულის დაბრუნებას მოემსახურებოდა - ჩვენ ეს მოვახერხეთ

ამოვედით იმ ეკონომიკური ნიშნულიდან, რომელიც პანდემიის გამო მივიღეთ და კიდევ უფრო წინ წავედით, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი - სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მძიმეა,- ამის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქსტატის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.0% შეადგინა.

კობახიძის განცხადებით, სტატისტიკაზე საუბრისას უნდა დაზუსტდეს ისიც, რომ 2004-2012 წლებში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კი 10 ათასით გაიზარდა.

„პირველ რიგში, უნდა დაზუსტდეს ის, რომ 2004-2012 წლის სტატისტიკით, წინა მმართველობის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 200 ათასით შემცირდა. რაც შეეხება 2012 წლიდან დღემდე პერიოდს, მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასითაა გაზრდილი. ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ ზრდა არის. მოვახერხეთ კლების შეჩერება. რაც შეეხება ეკონომიკურ ვითარებას, უმძიმესი ერთი წელი გვქონდა და ეკონომიკის ვარდნა იყო - 6,5%. ასეთ ვითარებაში უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ხელფასი. 2020 წელს გავეცით წინასაარჩევნო დაპირება, რომ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ამ ვითარების აღდგენას და პანდემიამდე არსებული ნიშნულის დაბრუნებას მოემსახურებოდა. ჩვენ ეს მოვახერხეთ. ეკონომიკური ზრდა იყო 10.6%, ამოვედით იმ ნიშნულიდან, რომელიც პანდემიის გამო მივიღეთ და კიდევ უფრო წინ წავედით. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი. სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ მძიმეა. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 20% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს ყველა ქალაქსა და რეგიონს ეხება. ჩვენი მთავარი ამოცანა ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება უნდა იყოს, რაც ყველა რეგიონსა და ქალაქზე უნდა აისახოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.0% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით კაცებში უფრო მაღალია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა