„სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „რესპუბლიკურმა პარტიამ“ რეფორმების ჯგუფის სახელით “ფრიდრიხ ნაუმანის” ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ნაუმანის ფონდის ოფისის ყოფილი და ახალი ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ--ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრაზე, სადაც პიტერ ბოხმანი და კატრინ ბანახი იმყოფებოდნენ, აქცენტი მჭიდრო თანამშრომლობაზე, საქართველოში ახალი ტექნოლოგიების განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაკეთდა.