საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო ცხადად ჩანს, რომ საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკური პროცესი აშკარად არ ტოვებს სრულყოფილი პროცესის შთაბეჭდილებას.
თქვენ როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში მკაფიოდ გაჩენილ ტენდენციებს, რომლებზეც გვიწევს თვალის დევნება?
- სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა - რეალურად, საქმე გვაქვს არა რეალურ პოლიტიკურ პროცესთან, რომელიც სახელმწიფო ინტერესებზეა ორიენტირებული, არამედ საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის ერთგვარ იმიტაციასთან.
რეალურად, საქმე გვაქვს არა რეალურ პოლიტიკურ პროცესთან, რომელიც სახელმწიფო ინტერესებზეა ორიენტირებული, არამედ საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის ერთგვარ იმიტაციასთან
ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას, ხელისუფლებასა და ოპოზიციანას შორის უფსკრული იზრდება. პოლიტიკური ელიტა ცხოვრობს თავის სამყაროში თავისი ცხოვრებით და ხალხი კი ცხოვრობს თავისი მოუგვარებელი პრობლემებით. პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია ხალხის პრობლემებს.
ასეთი მოცემულობა გვაქვს და საინტერესოა რა ხდება ამ ჩაკეტილ სივრცეში? ხელისუფლება დაავადებულია ე.წ. პოლიტიკური ბულემიით, როდესაც რისი გადაყლაპვა შეუძლია, ყველაფერს ყლაპავს, ხელმძღვანელობს არა პოლიტიკური პრაგმატიზმით, არამედ პოლიტიკური გაუმაძღვრობით. ხელისუფლება ერთ ნამცეცს არ უშვებს ხელიდან რომ არ გადაყლაპოს და შანს არ უშვებს კიდევ მეტი ძალაუფლება მოიპოვოს ვითარებაში, როცა მმართველ გუნდს, ისედაც ჭარბი ძალაუფლება აქვს.
ხელისუფლება ერთ ნამცეცს არ უშვებს ხელიდან რომ არ გადაყლაპოს და შანს არ უშვებს კიდევ მეტი ძალაუფლება მოიპოვოს ვითარებაში, როცა მმართველ გუნდს, ისედაც ჭარბი ძალაუფლება აქვს
ამის დემონსტრირება იყო დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, ბრძოლა წესების გარეშე საკრებულოებში, პოლიტიკური ოპონენტებისათვის ტალახის სროლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ, ოპოზიცია ვერ აყალიბებს დღის წესრიგს. მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ პრობლემებს, რაც მოსახლეობას აწუხებს და ისიც ცუდ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ქართულ საზოგადოებაში მთელი პოლიტიკური ელიტა არალეგიტიმურია. აქტიური ამომრჩევლის მხარდაჭერა ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე კი ნაწილდება, მაგრამ ეს ნაწილი აშკარად არაა მოსახლეობის 50%-ზე მეტი.
- მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობაიძე აცხადებს - „ხალხი კი არ არის პოლარიზებული, პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი, გვჭირდება არა ეროვნული თანხმობა, არამედ პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღება“.
თქვენ როგორ აღიქვით ეს განცხადება?
- მე დავეთანხმებოდი ამ განცხადებას, მაგრამ, ის თვლის, რომ ეს ეხება მხოლოდ ოპოზიციას, ჩემი აზრით ეს ეხება ყველას, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ხალხს პრობლემები აქვს როგორც ეკონომიკაში, ისე სოციალურ სფერში და საზოგადოებრივპოლიტიკურ სფეროში. პოლიტიკური ელიტა არ პასუხობს ხალხის პრობლემებს, დაკავებულია ერთმანეთში გარჩევებით.
ხელისუფლება იმის ტკბობაშია, რომ შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ძირითადად ამითაა დაკავებული. ოპოზიცია თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს.
ვიმეორებ, მე კობახიძეს ამ მოსაზრებაში დავეთანხმები, ოღონდ იმ დათქმით, რომ პოლიტიკური ელიტის გაჯანსაღება ეხება როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას. უფრო მეტად ხელისუფლებას, თუმცა, ორივეს ეხება.
- ბადრი ჯაფარიძე-ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნას უხმაუროდ არ ჩაუვლია.
რჩება შთაბეჭდილება და არც მმართველი გუნდი არ მალავს, რომ ჯაფარიძე-ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის მანდატების გაუქმება სწორედაც რომ პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯების ნაწილად მიიჩნევს...
- პარლამენტარებისთვის მანდადატების გაუქმების გადაწყვეტილების პოლიტიკური რაციონალიზმის შეფასება მიჭირს და არ შემიძლია. ნორმალური და ცივილიზებული ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მომავალზე ცოტას მაინც ფიქრობს, დაინტერესებული უნდა იყოს იმაში, რომ ოპოზიციაში ჰყავდეს მეტი ჯაფარიძე.
რატომ? იმიტომ რომ ჯაფარიძე არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ფიგურა პოლიტიკაში. აბსოლუტურად ცივილიზებული, კონსტრუქციული, ზომიერად კრიტიკული, ყოველგვარად არააჟიტირებული და რადიკალიზმის გარეშე. ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს ოპოზიციაში ჯაფარიძის მსგავსი ადამიანები ჰყავდეს.
ჯაფარიძე არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ფიგურა პოლიტიკაში. აბსოლუტურად ცივილიზებული, კონსტრუქციული, ზომიერად კრიტიკული, ყოველგვარად არააჟიტირებული და რადიკალიზმის გარეშე. ხელისუფლება დაინტერესებული იყოს ოპოზიციაში ჯაფარიძის მსგავსი ადამიანები ჰყავდეს
ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლების ქმედება აჩვენებს, რომ ხელისუფლება არაა დაინტერესებული პოლიტიკური პროცესის ჩაცხრომით. პირიქით, ხელისუფლების მთელი პოლიტიკა ორიენტირებულია პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციაზე, ორპოლუსიანობაზე, მუდმივად იმის მტკიცებაზე, რომ შესაძლოა, მე არ მოგწონვარ, მაგრამ, მეორე მხარე, „ნაცმოძრაობა“ კომპრომენტირებულია და ჩემზე უარესია.
- რაც გაცხადდა, რომ ჯაფარიძე რუსთავში იყრის კენჭს, მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე მისი ოპონენტი არა „ლელო“, არამედ „ნაცმოძრაობა“ იქნება.
ჭირს იმის თქმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად ჯაფარიძისა და „ნაცმოძრაობისთვის“ რუსთავის არჩევნებში გამარჯვება. ან ის, რამდენად წაადგება ამ არჩევნებში გამარჯვება ზოგადად ოპოზიციას, ან „ლელოს“ ანაც „ნაცმოძრაობას“.
ასეა მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო და ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსთავში „ნაციონალებს“ საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი ჰყავთ და მათი პოზიციებიც ამ ქალაქში საკმაოდ მყარია...
- რაც ახლა რუსთავის არჩევნების ირგვლივ ხდება, კიდევ ერთი დადასტურებაა იმასა, თუ როგორ ჩაკეტილ სივრეცში ცხოვრობს პოლიტიკური ელიტა. რუსთავის არჩევნები, ისე როგორც ნებისმისერი არჩევნები რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ, ეს მნიშვნელობაც აშკარად გადაჭარბებულია.
სამწუხაროა, რომ არჩევნებში ბრძოლას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებად განიხილავს. ორივე მხარე ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს იქ წყდება ქვეყნის ბედი. მაგრამ, ასე ხომ არ არის. აჩენენ ზემოლოდინებს და აჩენენ ქარიშხალს ჭიქაში, რაც უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი იმედგაცრუებით მთავრდება.
რუსთავის არჩევნები შესაძლოა მნიშვნელოვანი და პრინციპულიც კი იყოს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ამ არჩევნებზე გადაწყდება ქვეყნის ბედი, ასე ნამდვილად არ არის.
როგორც ჩანს, ამგვარი ვითარება ორივე მხარეს აწყობს. რადგან, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზცია სხვა რის წესრიგს ვერ სთავაზობს საზოგადოებას.
რუსთავის არჩევნები შესაძლოა მნიშვნელოვანი და პრინციპულიც კი იყოს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ამ არჩევნებზე გადაწყდება ქვეყნის ბედი, ასე ნამდვილად არ არის
ხელისუფლება ვერ წყვეტს ვერც ერთ სახელმწიფოებრივ პრობლემას. მას ურჩევნია საზოგადოების ყურაღება გადაიტანოს რუსთავის არჩევნებზე, რომ არ ჰქონდეს პასუხები გასაცემი ისეთ საკითხებზე, თუ რატომ იმართება კოვიდი ასე ცუდად, რატომ გვაქვს ამდენი ეკონომიკური და სოციალური პრობლემა.
რაც შეეხება ოპოზიციას. ოპოზიციასაც უნდა მუდმივად რომ ოპოზიციურ ელექტორატს შეუქმნას ცრუ მოლოდინები. რუსთავში თუ მოვიგეთ ხელისუფლება დაემხობა.
რაც შეეხება ჯაფარიძის მონაწილეობას რუსთავის არჩევნებში. მას შემდეგ რაც მას მანდატი გააუქმეს, მე ემოციურად მესმის მისი გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს რუსთავის არჩევნებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად ამ არჩევნებში მონაწილეობა ჯაფარიძის შეცდომაა. ვფიქრობ, რომ მას რუსთავის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
როგორც ჩანს, ამგვარი ვითარება ორივე მხარეს აწყობს. რადგან, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზცია სხვა რის წესრიგს ვერ სთავაზობს საზოგადოებას
- რუსთავის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხმა გააჩინა ამ არჩევნებში გახარიას მონაწილეობა-არმონაწილოების თემა. გახარიას გუნდის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ის ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამ თემაზე მმართველი გუნდის ლიდერშიფის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მათ ძალიან უნდათ რომ რუსთავის არჩევნებში გახარიას მიეღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ხელისუფლება კარგა ხანია ამტკიცებს, რომ გახარია „ნაციონალებს“ გაურიგდა...
- ძალაუფლების მიმართ მმართველი გუნდის მიდგომა შეიძლება ითქვას, ბოლშევიკურია. ვგულისხმობ პრინციპს - ვინც ჩემთან არაა, ჩემი მტერია.
ვინაიდან ჩემი ყველაზე დიდი მტერი „ნაცმოძრაობაა,“ ვინც ჩემთან არაა, ყველა „ნაცმოძრაობასთანაა“. ესეთია მათი არა მარტო პროპაგანდისტული კონსტრუქცია, არამედ პოლიტიკური მოქმედების კონსტრუქცია. ამიტომაცაა, რომ ვინც მის ორბიტაზე არაა, ყველას უნდა დააბრალოს რომ ის არის შეკრული „ნაცმოსთან.“
თუმცა, გახარიას პოლიტიკური ალიანსი „ნაცმოძრაობასთან“ დიდი სისულელეა, რადაგან ეს ძალები ერთმანეთის მიმართ იმდენად ანტაგონისტურად არიან განწყობილი.
ხელისუფლების პოლიტიკა იმაზეა მიმართული, რომ მან არ უნდა დაუშვას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. „ქართული ოცნებისთვის“ შიდა პოლიტიკაში ორპოლუსიანობის შენარჩუნება ძალაუფლების გახანძლივების საშუალებაა.
ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად ამ არჩევნებში მონაწილეობა ჯაფარიძის შეცდომაა. ვფიქრობ, რომ მას რუსთავის არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო
- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ბევრს კი აკრიტიკებენ, მაგრამ საშინაო პოლიტიკაში სურათი რეალურად ასე გამოიყურება - მმართველს ძალას კობახიძის ხელმძღვანელობით ოპოზიციასთან ზოგადად და ყველა ოპოზიციურ ჯგუფთან პოზიციური ბრძოლა პრაქტიკულად მოგებული აქვს...
- დიახ, მაგრამ ეს იმაზე კი არ მეტყველებს, რომ კობახიძეა ძლიერი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციაა იმდენად სუსტი, რომ კობაიძის იაფფასიან და მარტივ თამაშში ოპოზიცია მუდმივად წაგებული რჩება. ქართულ პოლიტიკაში თამასა იმდენად დაწეულია, რომ კობახიძეც კი უგებს ოპოზიციას.
- პარლამენტში დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეჩერების ყურება ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი.
ამას ხელისუფლება ისეთი ჟინით აკეთებდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან უნდა პარლამენტი დატოვოს ოპოზიციამ, „ნაციონალებმაც“ და იმათაც, ვინც პარლამენტში მიშელის შეთანხმების გამო შევიდა.
თუ ასე მოხდა, ჩავარდება ბარიერთთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება, რაც მმართველ გუნდს მისცემს საშუალებას 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე მისი მთავარი სპარინგ-პარტნიორი „ნაცმოძრაობა“ აღმოჩნდეს...
- ბარიერის 1%-მდე დაწევის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მე ასეთი მნიშვნელობაის არ მგონია. არ მიმაჩნია, რომ 1%-იანი ბარიერი სახელმწიფოებრივად სწორია.
ჩვენ გვინდა მულტიპარტიული დემოკრატია, მაგრამ პარტია, რომელიც 3%-იან ბარიერსაც ვერ ლახავს, ჩვენს რეალობაში დიდ პოლიტიკაში არც არაფერი ესაქმება. უნდა გვესმოდეს, რომ მულტიპარტიული დემოკრატია ბარდაკს არ ნიშნავს.
ხელისუფლების პოლიტიკა იმაზეა მიმართული, რომ მან არ უნდა დაუშვას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. „ქართული ოცნებისთვის“ შიდა პოლიტიკაში ორპოლუსიანობის შენარჩუნება ძალაუფლების გახანძლივების საშუალებაა
კარგი იქნება, თუ პარტიები გამსხვილდებიან. გაუგებარია, რატომ არ გვირჩევნია ხუთი 5% პარტია, ათ 1%-იან პარტიას. რაც ასევე უზრულველყოფს მულტიპარტიულ დემოკრატიას. ამიტომ არ მგონია ეს საკითხი ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
ხელისუფლების მოქმედების კონსტრუქციაა ძალაუფლების აბსოლუტიზაციაა. ეს არის მათი ერთადერთი ფასეულობა. მათი მიზანია ძალაუფლების ყველა ნამცეცი აკრიფონ. ასეთი სურვილიც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი შინაგანად სუსტები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას პატარა სარკმელიც რომ გაეხსნას, ყველაფერი თავზე დაემხობათ.
ამიტომაა, რომ ასე მტკივნეულად აღიქვამს და აწუხებს ხელისუფლებას წალენჯიხა. წალენჯიხაში რომ ოპოზიციას აქვს ძალაუფლება, ეს ვერანაირად ვერ აზიანებს ხელისუფლებას. მაგრამ, ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ ასეთმა პატარა სარკმელმა ოპოზიციისთვის გამოიწვიოს მათ მიერ ხელისუფლების დაკარგვა.
მმართველ გუნდში ამგვარი განწყობაა და მე ვიტყოდი რომ მმართველი გუნდი ასეთი ავადმყოფობითაა შეპყრობილი. ასეთ დამოკიდებულება სხვა არაფერია თუ არა ხელისუფლებისადმი პარანოიდალური დამოკიდებულება.
რადგან ასეა არ გამოვრიცხავ, რომ მმართველ ძალას მართლაც არ უნდოდეს ბარიერის დაწევა. ეს არც „ნაციონალების“ ინტერესშია. მაგრამ, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის 5% ბარიერი არ არის უნივერსალური ინსტრუმენტი. ბოლო ბოლო, იმედია ოპოზიციური პარტიები განმსხვილდებიან და არ გაუჭირდებათ 5% ბარიერის გადალახვა.
ჩემი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებით მმართველი გუნდი ოპოზიციასთან ვაჭრობს, ცდილობს ოპოზიციის ნაწილის უფრო დამორჩილებასა და თავის ორბიტაზე დატოვებას.
ჩვენ გვინდა მულტიპარტიული დემოკრატია, მაგრამ პარტია, რომელიც 3%-იან ბარიერსაც ვერ ლახავს, ჩვენს რეალობაში დიდ პოლიტიკაში არც არაფერი ესაქმება. უნდა გვესმოდეს, რომ მულტიპარტიული დემოკრატია ბარდაკს არ ნიშნავს
1%-იანი ბარიერისთვის „გირჩი“ და სხვა პატარა პარტიები იბრძვიან. პრინციპში „გირჩი“ და ელისაშვილის მოქალაქეები“ ხელისუფლების მიმართ ახლაც ლოიალურები არიან. ეს მათთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც ბარიერმა 1%-მდე უნდა დაიწიოს.
საკონსტიტუციო ცვლილებებით მმართველი გუნდი ოპოზიციასთან ვაჭრობს, ცდილობს ოპოზიციის ნაწილის უფრო დამორჩილებასა და თავის ორბიტაზე დატოვებას
მეტ-ნაკლებად მსხვილი პოლიტიკური პოლიტიკური ჯგუფებისთვის 1% ბარიერის თემა არც ისე მნიშვნელოვანი საკითხია. 1% ბარიერის დაწევის მოლოდინით „გირჩი და ელისაშვილის „მოქალაქეები“ ხელისუფლებას ისედაც ჯიბეში ჰყავს. თუ საკონსტიტუციო ცვლილეები არ იქნა მიღებული, ხელისუფლება ხელს „ნაციონალებისკენ“ გაიშვერს.
ხელისუფლებას ჰქონია, რომ ოპოზიციასთან წაუგებელ თამაშს თამაშობს. მაგრამ, რაც ახლა ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ხდება, ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ ბულემიაა, ანუ ვითარება, როცა მმართველი გუნდი ვერ გრძნობს, რომ ძალაუფლებით ვერა და ვერ გაძღა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი