ბათუმის ბულვარში მერიის შესაბამისი სამსახურები „პიერ ბათუმის“ სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებენ, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ. მათი განცხადებით, ბათუმის მერია შერჩევით მიდგომაზეა გადასული და სასწრაფოდ დასანგრევია არა „პიერ ბათუმი“, არამედ გოგოლის ქუჩაზე ე.წ. ჩინური კორპუსები.
ადგილზე იმყოფებიან ასევე სამართალდამცველები. დემონტაჟთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აღნიშნული ფართიდან მეიჯარეებს ნივთები უკვე გამოაქვთ. ისინი აცხადებენ, რომ ნგრევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ.