მიხეილ სარჯველაძე - ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი ქმედითი არ აღმოჩნდა - მიშელის დოკუმენტით ვალდებულება არ იყო ისე აღებული, რომ ეს იქნებოდა მუდმივი წესი და არასდროს შეიცვლებოდა

მე არ მგონია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ის წესი, რომელიც იქნა შემოღებული, ქმედითი აღმოჩნდა. ეს გვაჩვენა 2-ჯერ ჩატარებულმა არჩევამ - მიშელის დოკუმენტით ვალდებულება არ იყო ისე აღებული, რომ ეს იქნებოდა მუდმივი წესი და არასდროს შეიცვლებოდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანამდებობის პირის ხანგრძლივი ვადით დანიშვნა დამოუკიდებლობის დაზღვევის ერთ-ერთი დამატებით მექანიზმია და ხანმოკლე პერიოდებით დანიშვნა მიუკერძოებლობის რისკის შემქმნელი შეიძლება იყოს. სარჯველაძე აღნიშნავს, რომ ნორმა, რომელიც მიშელის დოკუმენტის თანახმად შემოიღეს, ეფექტიანი არ აღმოჩნდა და ეს აჩვენა ცესკო-ს კანდიდატის 2-მა არჩევამ, როცა პარლამენტში კონსენსუსის მიღწევა და ცესკო-ს თავმჯდომარის მაღალი კვორუმით, 5 წლის ვადით არჩევა ვერ მოხერხდა.

„პოლიტიკური ოპოზიციისგან მზადყოფნა, რომ კონსტრუქციული ყოფილიყო კონსულტაციები კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, არ აღმოჩნდა ისეთი, როგორც ჩანს. ჩვენი ქვეყანა მზად არ ვართ, რომ ამ მეთოდს ჰქონდეს უფრო მეტი შედეგის მოტანის პერსპექტივა. შესაბამისად, არ მგონია, მაინც და მაინც დიდხანს ღირდეს ამაზე შეჩერება, რადგან როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ეს შედეგიანი არ არის. ჩემთვის პირადად, პრიორიტეტი არის, რომ სამართლებრივი გარანტია არსებობდეს მეტი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის.

რეფორმა რაც იყო თავის დროზე გათვალისწინებული ვალდებულების სახით, შესრულებულია. ვალდებულება არ იყო ისე აღებული, რომ ეს იქნებოდა მუდმივი წესი და არასდროს შეიცვლებოდა. თუ გადავაფასებთ და გონივრულად შევაფასებთ მიმდინარე პროცესებს, წარსულ გამოცდილებას, ეს აჩვენებს, რომ ჩემი აზრით, პრიორიტეტები სხვაგვარად უნდა განისაზღვროს. მე არ მგონია, რომ მიშელის დოკუმენტი გულისხმობდა ისეთ დოგმატიკას, რაც ყოველთვის ხელუხლებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა მათ შორის, ის საკითხი, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამას მნიშვნელოვან ნორმად შეიძლება აღიქვამდნენ ან არ აღიქვამდნენ, ამასაც ბუნებრივია ალბათ, ყურადღება მიექცევა, თუ ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა გაჩნდება და დისკუსია დაიწყება. ეს (კანონის შეცვლა) ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოდგება იმის სათქმელად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ან ის პირობა დაარღვია, რომელიც აღებული ჰქონდა,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, ცესკოს თავმჯდომარის ხანგრძლივი ვადით არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუციის განვითარებას, სტაბილურ მდგრადობას და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ კონტექსტში მან გაიზიარა მმართველი გუნდის პოზიცია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს და ამოქმედდეს ნორმები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ცესკოს თავმჯდომარის 5 წლის ვადით არჩევას. კალანდარიშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემოღებული მექანიზმი, კერძოდ, თავმჯდომარის 6 თვით არჩევის კომპონენტი გარდამავალი პერიოდისთვის დროებითი ზომა იყო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა