უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი გრატიაშვილმა, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში სასამართლო მედიაციის ცენტრი გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „მედიატორთა ასოციაცია“ ავრცელებს.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, რეგიონალურ ჭრილში გადადგმული მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები უზრუნველყოფს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას ქვეყანაში.
„ასოციაცია მუდმივად ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს ყოველმხრივი მხარდაჭერა, რაც სოციალური მშვიდობის დამყარებას ემსახურება, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით“, - ნათქვამია „მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.