“საბაბს ეძებენ“ - პუტინმა შესაძლოა უკრაინაში შესაჭრელად 2008 წლის საქართველოს სცენარი გამოიყენოს
თუ პარტიები თვლიან, რომ სააკაშვილის ფაქტორი პოლიტიკური ჭაობია, უნდა ჩამოსცილდნენ - აბაშიძე
***
“საბაბს ეძებენ“ - პუტინმა შესაძლოა უკრაინაში შესაჭრელად 2008 წლის საქართველოს სცენარი გამოიყენოს
"აპირებს თუ არა რუსეთის პრეზდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში 2008 წლის სცენარის გათამაშებას და რამდენად არის მოსალოდნელი უახლოეს დღეებში სიტუაცია გამწვავდეს. უკრაინაში მდგომარეობა ხუთშაბათს ისევ დაიძაბა, რადგანაც რუსეთმა ლუგანსკში საარტილერიო ცეცხლი გახსნა. საოკუპაციო ძალებმა დასახლებული პუნქტი დაბობეს, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა. დაშავებულია ორი ადამიანი. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “საბაბს ეძებენ“ - პუტინმა შესაძლოა უკრაინაში შესაჭრელად 2008 წლის საქართველოს სცენარი გამოიყენოს
"უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორებს მოუწოდებს, დაგმონ რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების დარღვევა უსაფრთხოების ისედაც დაძაბული სიტუაციის ფონზე. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კიევში რუსეთის საელჩოდან კვამლი ამოდის. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში დიპლომატიურ დოკუმენტაციას ანადგურებენ. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო და საეჩოს ევაკუაციას ახდენს. რუსეთის საელჩო კი ამ ფაქტს უარყოფს. რუსული ძალების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს და საოკუპაციო ძალების მიერ ლუგანსკის სოფელ სტანიცა ლუგანსკას დაბომბვას ეხმაურება. „რუსული ძალების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო უკრაინაში დარჩნენ - მონიტორინგის საქმიანობა შეკავების დამატებითი ფაქტორია. ყველა დარღვევის გამოსასწორებლად ჩვენ ეფექტური მექანიზმი გვჭირდება", - დაწერა ზელენსკიმ”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ნატოს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა კი განცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან იმ რაოდენობის ძალები შეკრიბა, რაც ევროპას ათწლეულებია არ უნახავს. "შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რუსეთი ცდილობს დადგას საბაბი უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმისთვის. ჯერ კიდევ არ არსებობს სიცხადე რუსეთის განზრახვებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ რაც ვიცით, ისაა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავი მოუყარა საკუთარ ძალებს იმ რაოდენობით, რომელიც ევროპაში ათწლეულებია არ გვინახავს. ასევე, ვიცით, რომ რუსული დაზვერვის ოფიცერი უკრაინაში საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილები დ ოპერირებენ, მათ შორის, დონბასში და უკვე ვნახეთ ე.წ. „ცრუ დროშის” ოპერაციისთვის საბაბის დადგმის მცდელობებიც, რათა მომზადდეს უკრაინაში შეჭრის გამართლება. ეს, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია. დეტალებში არ შევალ, თუმცა სწორედ ამ მიზეზით ვაკვირდებით მათ ნაბიჯებს ძალიან დიდი ყურადღებით, ამ მიზეზითვე გამოააშკარავა ალიანსმა რუსული გეგმები და დეზინფორმაციისკენ მიმართული მცდელობები - რადგან გვჯერა, რომ ეს მათთვის უკრაინაში შეჭრას უფრო გაართულებს. ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს დიალოგში,“ - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა მოჩვენებითი უკან დახევა მოიგონა. თუმცა ამის რეალურად არც არავის სჯეროდა, რადგანაც პუტინი ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში უბრალოდ ჯარის გადაადგილებას ახორციელებდა. ბატიაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ ახლა რუსეთი უკრაინის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს. „საბაბს ეძებენ, ეს არის 2008 და 2014 წლების სცენარები. პუტინი აკეთებს იგივეს, რაც საქართველოში აგვისტოს ომის დროს გააკეთა და ასევე უკრაინაში ყირიმის ანექსიის დროს. ხედავენ, რომ უკრაინა პროვოკაციაზე არ წამოეგო და პასუხს არ სცემს. ახლა იგონებენ, რომ თითქოს უკრაინა დონეცკში და ლუგანსკში დივერსიული ჯარის გაგზავნას აპირებს, რომლებიც პროვოკაციების გეგმავენ. ეს კი უკვე ჩეჩნეთში შეჭრის დროს გათამაშებული სცენარია. კრემლი თავად ააფეთქებს, იქნება მსხვერპლი და ამას უკრაინელებს დააბრალებს. რაც ხდება რუსეთის საელჩოში, ეს იმის ნიშანია, რომ ევაკუაციას აპირებენ. წასვლის დროს ბევრი დოკუმენტაციის წაღებას ვერ შეძლებენ და მასაც ანადგურებენ”, - განაგრძობს გამოცემა.
"საქმე კი იმაშია, რომ რუსეთი რაც უფორ აგრესიული იქნება, ნატო და დასავლეთი მით უფრო ერთიანი გახდება. ამიტომ პუტინი ამით მათ გაძლიერებას ახდენს. რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ ყოველ დღეა მოსალოდნელი. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ერთი ადამიანი, პუტინი იღებს. მისმა ახლო გარემოცვამაც კი შეიძლება არ იცოდეს, რელურად რას აპირებს. თუ ეს გადაწყვეტილება ახლა არ მიიღო, უკრაინის მიმართულებით დაძაბულობის შენარჩუნებას მუდმივადა ეცდება. დაძაბულობა მხოლოდ მოიმატებს. თუ ახლა არ შეიჭრება, ესკალაციის კერებს გაამრავლებს“, - ამბობს ბატიაშვილი „რეზონანსთან“. კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი კი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის მხრიდან 2008 წლის სცენარის გამეორება მოსალოდნელი იყო და ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა. „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სწორედ ახლა ვუყურებთ მცდელობას იმისას, რომ უკრაინა რუსეთმა როგორმე პროვოკაციაზე წამოაგოს, რადგან უკრაინის საზღვრიდან ხელცარიელ წამოსვლას არ აპირებს. ამიტომ თუ ფართომასშტაბიან ომს არ დაიწყებს, მაშინ ასეთ პატარა პროვოკაციებს ყოველ დღე მოაწყობს. „თვითონ რუსეთში ლაპარაკობდნენ ანალიტიკოსები, რომ შესაძლოა უკრაინაში შესაჭრელად პუტინმა 2008 წლის საქართველოში შემოჭრის მსგავსი სცენარი გაითამაშოსო. ბევრი ამბობდა, რომ თუკი თავიდან ფართომასშტაბიანი ომი არიდებული იქნებოდა, მაშინ რუსები რაღაცას მაინც გააკეთებდნენ. ეს კი იქნებოდა, როგორც კიბერ თავდასხმა, ასევე საარტირელიო შეტევა. დონბასში ესკალაციაზე ბევრი ლაპარაკობდა. თითქოს ეს სცენარი უკვე რეალისტურია. მაროუპოლის მიმართულებით გარკვეული ესკალაციის ნიშნები უკვე ჩანს. ეს უკვე თვეების ამბავი აღარ არის. თუ რაღაცა ხდება, წესით ამ დღეებში უკვე გამოჩნდება. რაც შეეხება დასავალეთის მოქმედებას, მგონი ჯო ბაიდენს წამოსცდა, რომ როგორი მასშტაბისაც იქნება რუსეთის უკრაინაში შეჭრა, ჩვენი პასუხიც იგივე იქნებაო. ამიტომ თუკი ეს შეტევები ლოკალური და ადგილობრივი იქნება, არ მგონია ამერიკას და დასავლეთს მწვავე რეაქცია ჰქონდეს. აქ მასიური სანქციების დაწესებას ვგულისხმობ. მეეჭვება დასავლეთმა განსაკუთრებული სიმკაცრე გმოიჩინოს. ფიქრობენ, რომ რუსეთის საქციელებზე გადამეტებული რეაქციებით, პუტინს უფრო ცუდი ქმდებებისკენ უბიძგონ. ამიტომ სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაშიც კონკრეტული სანქციების დაწესებაზე იყოს საუბარი“, - ამბობს კანაშვილი "რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.
თუ პარტიები თვლიან, რომ სააკაშვილის ფაქტორი პოლიტიკური ჭაობია, უნდა ჩამოსცილდნენ - აბაშიძე
“თუ ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები აცნობიერებენ, რომ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება უნდათ და სააკაშვილის ფაქტორი ნამდვილად პოლიტიკური ჭაობია, მაშინ მათ უნდა გადაწყვიტონ და ჩამოსცილდნენ მას, ანალიტიკოსებმა და ექსპერტებმაც ეს უნდა ვურჩიოთ - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ოპოზიციური ფლანგის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, თუ პარტიები თვლიან, რომ სააკაშვილის ფაქტორი პოლიტიკური ჭაობია, უნდა ჩამოსცილდნენ - აბაშიძე
"ამბობს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოლო პერიოდში არაადეკვატური გახდა, დაპირისპირებაა, როგორც ენმ-სა და ზოგიერთ წვრილ პარტიას შორის, ისე თავად „ნაცმოძრაობის" შიგნით. აქედან გამომდინარე, მათ ერთობასა და რაიმე პერსპექტივაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევიცაა და რთულიც. „ენმ-სა და ევროპულ საქართველოს შორის დაპირისპირებები საზოგადოებას ადრეც უნახავს, თუმცა გადამწყვეტ მოიმენტში, როცა საქმე ნებისმიერი არჩევნების მეორე ტურს ეხებოდა, ისინი ერთად იყვნენ და ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა დავინახოთ თუ ამ პარტიების ურთიერთობაში რა მოხდება და შემდეგ საბოლოო დასკვნები გაკეთდეს. ნამდვილად არაა ახალი, რომ სოცქსელებში თუ ტელესტუდიებში ამ ორი პარტიის პოლიტიოკოსები და სპიკერები ერთმანეთს უპირისპირდებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
"იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიცია ბოლო პრიოდში კიდევ უფრო აარადეკვატური გახდა, მათ პერსპექტივაზე მყარი პროგნოზის გაკეთება მიჭირს. სიები, რომელიც ამ პარტიებმა ცესკოში თავად ჩახსნეს, ახლა „ოცნებას" სთხოვენ, რომ აღადგინოს, რაც კანონის მიხედვით სრული აბსურდია. ვნახოთ ოპოზიცია შუალედურ არჩევნებზე რგორ მოიქცევა, იქნება თანამშრომლობა თუ უფრო დაშორიშორება მოხდება, ამას რამდენიმე კვირაში ვნახავთ. „აღსანიშნავია, რომ „ენდიაის" ბოლო კვლევაში ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა რატომღაც გამორჩა. კითხვა „როგორ უყურებთ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას". მიმაჩნია, რომ სწორედაც რომ სააკაშვილის დაბრუნებამ თუნდაც „ნაცმოძრაობის" რეიტინგი კიდვ უფრო დაბლა დასწია, რომელიც „ენდიაისვე" კვლევით, რომლისაც ოპოზიციას სჯერა, 10%-ზე ქვემოთაა. თუ ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები აცნობიერებენ, რომ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება უნდათ და სააკაშვილის ფაქტორი ნამდვილად პოლიტიკური ჭაობია, მაშინ მათ უნდა გადაწყვიტონ და ჩამოსცილდნენ. და ანალიტიკოსებმა და ექსპერტებმაც ეს უნდა ვურჩიოთ“, - განაგრძობს გამოცემა.
"თავად ენმ-ში ნიკა მელია ჩააჩოჩეს და ახალი პოლიტიკური თანამდებობა შექმეს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის სახით, როცა იგივე ფუქნცია პარტიის თავმჯდომარეს აქვს. წინა ასპარეზზე სრულიად არაქარიზმატული პოლიტიკოსი კობა ნაყოფია გამოიყვანეს. ბუნებრივია აქ ნდობის მომენტია, სააკაშვილის ოჯახი პარტიის პოლიტიკურ პროცესებში ძალიან აქტიურადაა ჩარეული, უწინარესაც თემურ და გიული ალასანიები, ეს ცვლილებები კი სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა. „ის, რომ ნიკა მელია თანაპარტიელებს უკვე ძალიან აგრესიულად მოიხსენიებს და შესაბამის პასუხსაც იღებს, მიუთითებს, რომ მათ შორის დაპირისპირებაა. ქალბატონი მაია ორჯონიკიძე გიული ალასანიას ოჯახის მეგობარია და სწორედ ისაა მელიასა და მისი ფლანგის კრიტიკის მედროშე. არაა გამორიცხული, რომ გაზაფხულზე ე.წ. საპროტესტო გამოსვლებში კიდევ მორიგი წარუმატებლობა მიიღონ და ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფო კრისტალიზაცია მოხდეს," - განაცხადა აბაშიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.