მიხეილ სარჯველაძე - რუსთავის არჩევნებში მონაწილეობით სარისკო თამაშში შევიდა ბადრი ჯაფარიძე - მისი შანსები საკმაოდ მსხვრევადად გამოიყურება

ისედაც საკმაოდ სარისკო თამაშში შევიდა ბადრი ჯაფარიძე, როცა განაცხადა, რომ კენჭს იყრის რუსთავის არჩევნებში, მისი შანსები საკმაოდ მსხვრევადად გამოიყურება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერამ შესაძლოა, მის შანსებზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

„არ მგონია, მაინც და მაინც დიდი პერსპექტივები ჰქონდეს და როგორც ჩანს, ის ცდილობს, ყველა მხრივ ეძებოს გარკვეული მხარდაჭერა და გაიუმჯობესოს შესაძლებლობები. თუმცა, მე არ მგონია, რომ გაერთიანებული ოპოზიციური ძალისხმევა დიდად წამეხმაროს, რადგან ერთი შეხედვით დადებითი მხარე, რომელიც აქვს ამ ოპოზიციურ მხარდაჭერას პირიქით, ნეგატიური ფაქტორი აღმოჩნდეს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდში დგომა ამ პოლიტიკური ჯგუფისთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთია პოლიტიკურად და ელექტორალური თვალსაზრისით. შესაბამისად, მე არ მგონია ეს ზრდიდეს მის შესაძლებლობებს, პირიქით, შეიძლება აკნინებდეს,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა