ირაკლი ქადაგიშვილი - რუსთავში ამომრჩევლისთვის ოპოზიციის ეკლექტური ერთობა  არაფრის მთქმელია, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს საკუთარი თავი გადაირჩინოს

არ შეიძლება ასეთ მძიმე დანაშაულში დადანაშაულებული პირი პარლამენტის წევრი იყოს, - აღნიშნული განცხადება რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულ შუალედულ არჩევნებში „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობის თაობაზე უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსთავს მაჟორიტარ დეპუტატად ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც, პირველ რიგში, რუსთავზე იქნება ორიენტირებული და მერთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.

ქადაგიშვილის იმასაც ამბობს, რომ რუსთავში ამომრჩევლისთვის ოპოზიციის ეკლექტური ერთობა არაფრის მთქმელია, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს საკუთარი თავი გადაირჩინოს და არა - ამომრჩევლის ინტერესებზე იფიქროს.

„ალბათ, ამომრჩეველი მთავარ პირობად დააყენებს იმას, თუ რამდენად იქნება მათი მომავალი დეპუტატი მომართული სწორედ რუსთავის ინტერესების გატარებაზე და პრობლემების გადაჭრაზე. რასაც ოპოზიცია აცხადებს, არის შიდა ოპოზიციური, პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც ნაკლები კავშირი ან არანაირი კავშირი არ აქვს რუსთავისა და გარდაბნის ინტერესებთან. არ შეიძლება, ასეთ მძიმე დანაშაულში დადანაშაულებული პირი პარლამენტის წევრი იყოს. ამას ოპოზიცია პრინციპულად არ აღიარებს, რადგან სწორედ ამ ოპოზიციას საკუთარი მმართველობის დროს დიდი დანაშაულები აქვს ჩადენილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა