კასპის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს ბიუჯეტში ცვლილებები უნდა განეხილათ. ამასთან, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
საკრებულოს შენობაში პოლიცია გამოიძახეს. დაპირისპირებისას მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ამჟამად საკრებულოს დარბაზში მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები და პოლიციელები დარჩნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ ნონიაშვილის განცხადებით, მან ცოტა ხნის წინ, საკრებულოს კარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.
ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, კასპის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისას, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს გიორგი ახალკაცსა და მის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზიანდა აპარატურაც.