გურამ მაჭარაშვილი - საკითხავია, “ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ფრთა უჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, რადგან ამ პარტიაში განსხვავებული პოზიციების მქონე ორი ფრთაა

რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში ბადრი ჯაფარიძის პერსპექტივა მაშინ შემცირდა, როცა მის მიმართ მხარდაჭერა “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, “ოპოზიციის დიდი ნაწილი ჭკუას ვერ სწავლობს იმით, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებით ბევრი წააგეს“.

“საკითხავია, “ნაციონალური მოძრაობის“ რომელი ფრთა უჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, რადგან ვიცით, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ განსხვავებული პოზიციების მქონე ორი ფრთა არსებოს. გარდა ამისა, შეიძლება პარტიები რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ელექტორატი არ შეთანხმდეს - “ლელოს“ მხარდამჭერები ბუნებრივად არ არიან “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და პირიქით. ფორმულა, რომ რამდენიმე პარტია ერთ კანდიდატზე შეთანხმდეს, არჩევნების შედეგებზე პირდაპირ არ აისახება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა