ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ უკრაინის სამთავრობო ძალებმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სააგენტოს წყარომ განუცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ცეცხლი 120 და 82 მმ-იანი ნაღმტყორცნებით და ყუმბარმტყორცნებით გახსნეს. მანამდე ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციამ განაცხადა, რომ სამთავრობო ძალებმა ორ სოფელზე განახორციელეს თავდასხმა.
შეგახსენებთ, უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი დაშავდა.